ჭიათურა

იმერეთი-ჭიათურა

კაცხის სვეტი-კაცხის სვეტის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს საქართველოში, იმერეთის მხარეში, ჭიათურის მუნიციპალიტეტში. მისგან დასავლეთით 11 კმ–ში მდებარე სოფელ კაცხში, ჭიათურა-ზესტაფონის დამაკავშირებელი ავტომაგისტრალიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, დაახლოებით 3 კმ-ის მანძილზე.kompleqsSi Semavali nagebobebiსვეტი, სვეტის თავზე არსებული ეკლესიის ნაშთი, კრიპტა (აკლდამა), სენაკები (3 ც), მარანი, გალავანი, სვეტის ძირში არსებული სვიმონ მესვეტეს სახელობის ეკლესია გალავნის ნაშთითურთ, ძველი სამრეკლო.კაცხის სვეტის მონასტერი ძლიერ წააგავს თესალიაში (საბერძნეთი) არსებულ მეტეორას მონასტრებს, რომლებიც ამდაგვარ მიუდგომელ კლდეებზეა აშენებული. სიმბოლურად ისინი ცისა და მიწის შემაკავშირებელ ადგილს წარმოადგენენ.კაცხის სვეტი ტექტონიკური ძვრების შედეგად წარმოქმნილ კლდოვან მასას წარმოადგენს და როგორც ბუნებრივი წარმონაქმნი, წითელ წიგნშია შეტანილი. სვეტი დაახლოებით 40-45 მეტრის სიმაღლისაა, ხოლო მისი სწორკუთხედი ფორმის თხემის ფართობი დაახლოებით 150 კვ. მ-ს შეადგენს.  სვეტის ეკლესიის ნაშთი (ამჟამად მაქსიმე აღმსარებლის სახელობის ეკლესია) მდებარეობს სვეტის თხემის, მის უკიდურეს  სამხრეთ–აღმოსავლეთ კუთხეში.  ეს არის მცირე დარბაზული ნაგებობა, რომელიც ნანგრევის სახით იყო შემორჩენილი.ეკლესიის ქვეშ და სამხრეთით, გეგმით წაგრძელებული სწორკუთხედის ფორმის კამაროვანიკრიპტაა. ეკლესიის ჩრდილოეთით ორთავსიანი შენობა – ორი სენაკი  გამოვლინდა. შენობა  ნატეხი ქვითაა ნაგები.კლდის პირს ჩრდილოეთისაკენ უხეშად ნათალი ქვის კედელი მოუყვებოდა,სავარაუდოდ,ჯალამბარი იყო მოწყობილი.მარანი მდებარეობს სვეტის დასავლეთ კიდეში. მარნის ჩასწვრივ,სწორკუთხა სენაკია გამოკვეთილი. კაცხის სვეტის სამონასტრო კომპლექსი ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.

   

მღვიმევის დედათა მონასტერი-

მღვიმევის დედათა მონასტერი თავისი მდებარეობით ერთ–ერთი გამორჩეული ძეგლია საქართველოში. იგი მდებარეობს ჭიათურაში, სოფელ მღვიმევის მახლობლად.სამონასტრო კომპლექსამდე მისვლა შესაძლებელია ვიწრო და გრძელი კიბით. უამრავი საფეხური უნდა აითვალო, რომ ახვიდე კლდის ქიმზე, ცის კიდესთან დედათა მონასტერში.კიბე გრძელ გვირაბს უერთდება.გვირაბი ხელოვნურადაა გაყვანილი და შემაგრებულია საყრდენი თაღებით.

გვირაბით შედიხარ მთავარ გამოქვაბულში, რომელიც 35 მ–ის სიღრმეშია შეჭრილი