სამეგრელო

დადიანების სასახლე

ზუგდიდის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი დაფუძნდა 1921 წელს. სამუზეუმო კომპლექსი შედგება სამეგრელოს დედოფლის ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანისა და თავად ნიკო დადიანის სასახლეებისაგან (XIX ს-ის 60-90-იანი წწ.,კარის ეკლესიისა და დადიანების მიერ გაშენებული ბოტანიკური ბაღისაგან. მთავარმა დავით დადიანმა სასახლეში ჯერ კიდევ 1850-იან წლებში გახსნა მუზეუმი, სადაც განთავსებული იყო ანტიკურ ქალაქ არქეოპოლისის (ნოქალაქევი) არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი უნიკალური ნუმიზმატიკური მასალა, შუასაუკუნეების ევროპული საბრძოლო აღჭურვილობა,ეთნოგრაფიული და სახვითი ხელოვნების ნიმუშების დადიანებისეული კოლექცია. ამჟამად მუზეუმში დაცულია 44 475 ექსპონატი, მათ შორის: ძვ. წ. I ს. - ახ. წ. XIX ს-ის ოქრომჭედლობის ნიმუშები (ხატები და საეკლესიო დანიშნულების სხვა ნივთები, ნატიფი ხელოვნების ნიმუშები), ანტიკური საბერძნეთისა და ძველი კოლხეთის კულტურის ამსახველი არქეოლოგიური მასალა, ქრისტიანული სიწმინდეების კოლექცია, ევროპული გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები (ბულეს, როკოკოს, ამპირის სტილი); სამეგრელოს მთავართა, საფრანგეთის (მათ შორის განსაკუთრებით მრავლადაა ნაპოლეონ ბონაპარტეს სახელთან დაკავშირებული ნივთები, რომლებიც სასახლეში აღმოჩნდა დავით დადიანის სიძის - აშილ მიურატის მეოხებით) რუსეთის, ესპანეთის საიმპერატორო ოჯახის წევრთა რელიქვიები, XV-XIX ს-ის ხელნაწერი წიგნები და სიგელ-გუჯრები, ნაპოლეონ ბონაპარტესა (6000 ტომი) და დადიანების ბიბლიოთეკა, ევროპისა და აზიის საბრძოლო იარაღების ნიმუშები, რუსი ”პერედვიჟნიკების”, ფრანგი ბატალისტებისა და ინგლისელი ”მარინისტების” ფერწერული ტილოები, მდიდარი ფოტოფონდი (5000 ფოტო), ფრანგული, გერმანული, ჩინური, რუსული და სხვა წარმომავლობის ბროლის, ფაიფურ-ფაიანსის ჭურჭელი და სხვა. 

    

     

 

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართი

 

ზუგდიდის მუზეუმის საგანძურს წარმოადგენს უდიდესი ქრისტიანული სიწმინდე – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართი, რომელიც საქართველოში 1453 წელს, ბიზანტიის იმპერიის დაცემის შემდეგ გადმოუტანიათ. იგი ჯერ ბედიის ტაძარში, შემდეგ კი ხობის ეკლესიაში დაუბრძანებიათ . 1533 წლიდან კი ლევან I დადიანს გადმოუსვენებია სამთავრო სასახლეში.

 

ნოქალაქევი-ციხეგოჯი

 

ქალაქ სენაკიდან,16კმ–ს დაშორებით,მდინარე ტეხურის პირას,იმ ადგილას,სადაც ეს მდინარე ვიწრო კლდოვანი ხეობიდან გამოედინება და ფართო ველზე იშლება,მდებარეობს სამეგრელოს ერთ–ერთი ულამაზესი და უძველესი,ამჟამად სოფელი და წარსულში ციხე–ქალაქი ნოქალაქევი.ამ სოფლის შუაგულში,ძველი ციხე–ქალაქის ნანგრევებია შემორჩენილი,რომელსაც ისტორიკოს–მკვლევარებმა ციხე–გოჯი–ნოქალაქევი–არქეოპოლი უწოდეს.მე–16 საუკუეში,ის გახდა სამეგრელოს მთავართა,დადაიანთა ერთ–ერთი შტოს რეზიდენცია.ქალაქში არის გვირაბი,რომელიც მდინარისპირს ჩადის და მაღალ არქიტექტურულობით გამოირჩევა.ასევე არის სამეფო და სახალხო აბანოების ნაშთები.ყოველივე ეს,მეტყველებს მაღალ ინჟინრულ დონეზე.ეს ტაძრები სამნავიანი ბაზილიკის სახითაა წარმოდგენილი.  ნოქალაქევში ყველაზე ადრეული არქეოლოგიური ფენები ძვ. წ. VIII-VII ს.ს-ით თარიღდება. XI ს-ის ქართველი ისტორიკოსის ლეონტი მროველის მიხედვით ძვ. წ. III საუკუნეში ქართლის (იბერიის) ლეგენდარულ მეფე ფარნავაზს ვინმე ქუჯისთვის მიუცია ეგრისის და სვანეთის ერისთავობა, სწორედ ამ ქუჯის დღევანდელი ნოქალაქევის ადგილას აუშენებია ციხე-გოჯი ("ქუჯის ციხე"). ქალაქის ქვედა ნაწილში აღმოჩენილია სამი ეკლესიის ნაშთები, მათგან ერთერთი დღესაც დგას. ყველაზე ადრეული ეკლესია ქრისტიანობის მიღების დრიონდელია(IV საუკუნე). იგი მტერს დაუნგრევია და მის ნანგრევებზე V-საუკუნის შუა ხანებში დიდი ზომის სამნავიანი ბაზილიკა აუგიათ. მტერს ეს ეკლესიაც დაუნგრევია. შემდეგ, ნანგრევის ჩრდილოეთით ორიოდე მეტრზე, V-VI საუკუნეებში ახალი ბაზილიკა აუგიათ, ისიც სამნავიანი ყოფილა, მაგრა წინა ეკლესიაზე პატარა. ეს ეკლესია კიდევ ოთხჯერ თუ ხუტჯერ გადაკეთდა და ჩვენამდე გუმბათოვნად მოაღწია. იგი ორმოც მოწამეთას სახელზეა აგებული.

 

    

 

მარტვილი

 

 

ჭყონდიდის მარტვილ¬თა (წამებულთა) ეკლესია მდებარეობს ქ. მარტვილში. აგებულია VII ს-ის I ნახევარში. X ს-ში, ჭყონდიდის საეპისკოპოსოს დაარსე¬ბის შემდეგ, მარტვილი ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარი გახდა. თურქ-არაბთა შემოსევებმა ძლი¬ერ და¬ა¬ზიანა იგი, რის გამოც X საუკუ¬ნეში ეკლესია საფუძვლიანად გადააკეთა აფხაზ¬თა მეფე გიორგი II-მ (923-957). ტაძრის მოხატულობა შესრულებულია XVI-XVII სს-ში ოდიშის მთავრების დაკვეთით.`ქართლის ცხოვრების~ ცნობით მარტვილის მონასტერშია დაკრძალული საქართველოს მეფე ბაგრატ IV (1027-1072). უხსოვარი დროიდან ჭყონდიდი წარმართული რელიგიური ცენტრი იყო. მაღალ ბორცვზე იდგა ბომონი ჭყონის (მუხის) უზარმაზარი ხე. იგი წარმოადგენდა ნაყოფიერების, გამრავლებისა და ოჯახის კეთილდღეობის მფარველ კაპუნიას წარმართულ სალოცავს, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა თაყვანს სცემდა, აქაური ქურუმები-ჭყოინდარები კი ჩვილებს სწირავდნენ. პირველი ეკლესია სწორედ აქ მდებარე მუხის ადგილას აშენებულა (თარიღი უცნობია) ანდრია პირველწოდებულის სახელზე, რომელმაც სამეგრელოში ქრისტიანობა იქადაგა.

  

 

 

მარტვილის კანიონი

მარტვილი  დასავლეთ საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. ტერიტორიის სამხრეთ ნაწილი უჭირავს დაბლობს, რომელიც სამხრეთ-დასავლეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ მაღლდება 60-დან 170 მეტრამდე. უმაღლესი ადგილი, ტეხურას სათავე მდებარეობს ზღვის დონიდან 3003 მეტრზე. მარტვილის ტერიტორიას სამხრეთ-დასავლეთითასხის მთის მასივი გასდევს, რომელიც მდიდარია კარსტული გამოქვაბულებით და ჩანჩქერებით

   

 

 

ენგურჰესი

 უდიდესი ჰესი ამიერკავკასიაში. მდებარეობს მდინარე ენგურზე. შენდებოდა 1961-1978 წლებში. ენგურჰესი ჰიდროელექტროსადგურების კასკადია, რომელშიც შედის თვით ენგურჰესი, რომლის დადგმული სიმძლავრეა 1300 ათ. კვტ (5 აგრეგატი, თითოეული 260 ათ. კვტ სიმძლავრის), ვარდნილჰესი № 1 (სიმძლავრე 220 ათ. კვტ) და სამი 40-ათ. კვტ სიმძლავრის ჰესი. ენგურჰესის თაღოვან კაშხალს მინიჭებული აქვს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის ძეგლის სტატუსი.ენგურჰესის კოპმლექსი სხვადასხვა დროს უცხოეთის ქვეყნების მრავალმა დელეგაციამ მოინახულა. მათ შორის იყვნენ პროფესიონალი ჰიდროლოგებიც, რომლებიც სპეციალურად ენგურჰესის სანახავად ჩამოვიდნენ აშშ–იდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, ინგლისიდან და ა. შ.დელეგაციის წევრები გაოცებულები იყვნენ და აღფრთოვენებას ვერ მალავდნენ მშენებლობის გრანდიოზული მასშტაბის გამო.კაშხალს ცის თაღის ფორმა აქვს და რკალივითაა მოხრილი.