რაჭა

ქვემო რაჭა

თბილისიდან 3:30-4საათი.250კმ.

ნიკორწმინდა-გუმბათოვანი ტაძარი, სამრეკლო და გალავანი.ნიკორწმინდის ტაძარი ნიკორწმინდის ეპარქიის დაქვემდებარებაშია. იგი არის მოქმედი.დასავლეთის შესასვლელის წარწერის მიხედვით, ტაძარი აშენებულია 1010 - 1014 წლებში. Mმისი მშენებლობა მეფე ბაგრატ III კურაპალატის მეფობის ხანაში დაუმთავრებიათ და წმინდა ნიკოლოზის სახელზე უკურთხებიათ. აქედან უნდა იყოს წარმოშობილი ტაძრის სახელწოდებაც. XVI საუკუნემდე ნიკორწმინდა მონასტერს წარმოადგენდა. 1534 წელს იმერეთის მეფე ბაგრატ III განაახლა ეკლესია და იქ საეპისკოპო კათედრა დაარსა, აქედან მოყოლებული ნიკორწმინდა რაჭის საეპისკოპოსო ტაძრად მოიხსენიება. XIX საუკუნის მეორე ნახევარში, ტაძრის ეზოში სამსართულიანი სამრეკლო აღმართეს.

   

შაორის წყალსაცავი- შაორის წყალსაცავი გადაჭიმულია სამხრეთ-დასავლეთიდან ჩრდილოეთ-აღმოსავლეთისაკენ სიგრძე 7,1 კილომეტრი, უდიდესი სიგანე – 2,7 კილომეტრი. უდიდესი სიღრმე 14,5 მეტრი, საშუალო სიღრმე 9,8 მეტრი, ფართობი 9,2 კმ². შაორის წყალსაცავის სარკის ქვეშ მოხვედრილია უნიკალური სასმელი წყლები. შაორის მიმდებარე ტერიტორია შესანიშნავი დასასვენებელი ადგილებია და წარმტაცი ლანდშაფტით მნახველში განუმეორებელ შთაბეჭდილებას ახდენს. შაორის უდიდესი წყალსაცავი მდებარეობს შაორის ქვაბულის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილშიქვაბულში იყო პატარა კარსტული ტბები – ხარისთვალი და ძრიხისთვალი, რომლებიც წყალსაცავის წყლითაა დაფარული. წყალსაცავის ნაპირები მეტწილად დაბალი და დამრეცია, ზოგან ფლატეებია. შაორის წყალსაცავთან მდებარეობს სოფელი ნიკორწმინდა.

  

ნაქერალა — უღელტეხილი რაჭის ქედზე. სიმაღლე 1218 მ. ნაქერალის მიდამოები აგებულია ქვედაცარცული კირქვებითა და ქვიშაქვებით. შემოსილია ფოთლოვანი ტყით (წიფელი, რცხილა, წაბლი). ნაქერალაზე გადის — ტყიბულ — ამბროლაურის გზატკეცილი. ტყიბულის ქვაბულს აკავშირებს შაორის ქვაბულთან.

  

ცხრაჯვარი-ზღვის დონიდან 1569 მეტრი… იშვიათი სილამაზით და უნიკალური მდებარეობით… ნაქერალას უღელტეხილთან ახლოს, ტყიბულის თავზე აზიდული მთა _ ცხრაჯვარი…

იგი კოლხეთის დაბლობის ყველა დასახლებული პუნქტიდან ჩანს, თუმცა მისი მაღალი წვერი ყველაზე ლამაზად ოკრიბის სოფლებიდან და ტყიბულიდან აღიქმება. ყოველი წლის (ძველით) მაისის ბოლო შაბათს ცხრაჯვარი განსაკუთრებულ სიცოცხლეს იძენს და დღესასწაულის საბაბი ხდება. წმინდა გიორგის სახელობის სალოცავი, რომელიც საკუთარი არსებობის ლეგენდას ატარებს, ამ დღეს მომლოცველთა სიმრავლით ხარობს.

ცხრაჯვარის ლეგენდა მოგვითხრობს:

ლეგენდა: დიდი ხნის წინათ, სვანეთში ძმებ სოფრომიანებს თავადი მოუკლავთ, სვანეთიდან გადასახლებულან და ოკრიბის პატარა სოფელში ჩასახლებილან; გვარი კი სოფრომაძედ გადაუკეთებიათ. რამდენიმე ხნის შემდეგ სოფრომაძეების გვარს ღვთის რისხვა დასტყდომიათ თავს, ახალშობილი ძე სოფრომაძეები ვერაფრით აღწევდნენ სრულწლოვან ასაკს და იღუპებოდნენ. შეძრწუნებული მოსახლეობა ერთ დღესაც ღია ცის ქვეშ შეკრებილა და უფლისთვის უთხოვიათ, ოღონდ ძე გაგვიზარდე, ჩვენ მტრედს ავაფრენთ და სადაც ის დაჯდება იქ უფლის სადიდებლად სალოცავს ავაშენებთო… მართლაც, აუფრენიათ მტრედი უხუცეს სოფრომაძეებს, რომელიც თურმე ამ მთის თავზე დაფრენილა…

სულ ხელით უზიდავთ ქვები დაბლიდან მთაზე სოფრომაძეებს, ბევრი კიდეც შეწირვია სალოცავის მშენებლობას, მაგრამ საბოლოოდ, დიდი შომის და წვალების შემდეგ მთაზე პატარა სალოცავი აუგიათ. სალოცავის აგების ბოლო დღეს სოფრომაძეებს ნადიმი გაუმართავთ, დაუკლავთ უამრავი დეკეული თუ ფრინველი. შუა ნადიმის დროს შეზარხოშებულებს ჩხუბი მოსვლიათ, იარაღად კი დეკეულის ბასრი ძვლები გამოუყენებით, ცოდვილებს ერთმანეთი სასტიკად დაუჭრიათ და სისხლი დაუღვრიათ. როცა გამოფხიზლებულან სინანულში ჩავარდნილან, მუხლებზე დამხობილან და უფლისთვის უთხოვიათ პატიება. მას შემდეგ სოფრომაძეები ყოველი წლის მაისის ბოლო შაბათს უფალს ადიდებენ და ხორცს არ ჭამენ.

ლეგენდა თაობიდან თაობაზე გადადის და ყველას სისხლში შეგვერია მაისის ბოლო შაბათის სიხარული… პატარა სოფელი, რომელიც თითქმის ყოველთვის ცარიელია, ამ დღეს ერთად ორად ივსება და ბედნიერობს… ძე თუ ასული სოფრომაძეების ჟრიამული ლაჟვარდისფერ ცას ცდება და უფალთან ადის…

   

 

ხოტევი სოფელია რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ქ. ამბროლაურიდან 10 კილომეტრში, ზღვის დონიდან 1000 მეტრში. წყაროებში პირველად მოხსენიებულია `ნიკორწმინდის დაწერილში~ (XI ს.). იმერეთისა და ქვემო რაჭის დამაკავშირებელ გზაზე მდებარეობის გამო ხოტევი წარმოადგენდა დაწინაურებულ სავაჭრო პუნქტს. XVII ს-ის რუსი ელჩები ალექსი იევლევი და ნიკიფორე ტოლჩანოვი ხოტევს იხსენიებენ იმერეთის ქვეყნის ქალაქებს შორის. XIX საუკუნეში ხოტევი რაჭის მაზრის ცენტრი იყო. სოფელში შემორჩენილია შუა საუკუნეების მთავარანგელოზის ეკლესია და XVI-XVII სს. ციხის ნანგრევები. ხოტევის სახელწოდების შესახებ ლეგენდის თანახმად იმერეთის ერთ მეფეს გადმოუსახლებია აქ თავადი წულუკიძეები, რომელთაც ციხე აუშენებიათ. ციხის მშენებლობის დასრულებისას მეფეს მოუნახულებია ციხე და უკითხავს წულუკიძეებისთვის: `ხო ტევიხართ (ეტევით) ამ ციხეშიო?~ ამის შემდეგ დაურქმევიათ სახელად ხოტევის ციხე, შემდგომში ეს სახელი მთელ სოფელზე გავრცელებულა. ციხე ამჟამად დანგრეულია. შემორჩენილ ნაწილს აქვს სათოფურები. მას გარს ერტყა გალავანი. ციხე ორსართულიანი იყო. ხოტევის ციხე ძალზე მტკიცე და ძნელად ასაღები ყოფილა.

   

ბარაკონი-ბარაკონი გვიანი შუა საუკუნეების ქართული გუმ¬ბათოვანი არ¬ქი¬ტექ¬ტურის ერთ-ერთი ბოლო მნიშვნელოვანი ძეგლია რაჭაში. ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი მდებარეობს ამბროლაურის რ-ის სოფ. წესთან. რაჭის ერისთავ როსტომის ბრძანებით, 1753 წელს ააგო ავთანდილ შულავრელმა. ტაძარი ნაშენია თლილი ქვით, მდიდრულადაა მოჩუქურთმებული. ტაძრის რესტავრაცია მოხდა 1991 წლის მიწისძვრით დაზიანების შემდგომ

.   

 

ზემო რაჭა-4სთ.230კმ.

უწერა- უწერაში კურორტის ტერიტორიაზე მდებარეობს  X-XI  ს.ს  ღმრთისმშობლის ეკლესია რომელიც ძალზე მომხიბვლელი სანახავია. ვახუშტი ბატონიშვილი წერს: „რიონის ჩრდილოთ არის ეკლესია სიონი დიდი ამ ეკლესიასა შინა მკვიდრობს თმა ერთი ნაწნავი და იტყვიან თამარ მეფისა“ ნაგებობა წარმოადგენს საშუალო ზომის, დარბაზული ტიპის ეკლესიას: ნაგები იყო ყორე ქვისა და შირიმისგან. პილასტრები, მათზე გამოყვანილი კედლის თაღები, კამარის ნაწილები, კარ-სარკმელთა საპირეები, კარნიზის ფრაგმენტები შირმითაა შესრულებული. კედლების სისქემ, რომელიც 130-140 სმ-ს აღწევს, კარის უჩვეულო სივიწროვემ და სარკმლის სიმცირემ მკვლევარებს საშუალება მისცა, გამოეთქვათ მოსაზრება, რომ ტაძარმა შემოგვინახა ის სახე, რომელიც ქრისტიანობის ადრეულ პერიოდში შენდებოდა საქართველოში. ძეგლს საქართველოს მთიან ნაწილში ერთ-ერთ უძველეს ეკლესიად მიიჩნევენ და მიაკუთვნებენ იმ პერიოდს, როდესაც ქრისტიანობის შეღწევამ ამ ზონაში, ამ შემთხვევაში მდ. რიონის ზემო წელში, მონუმენტური ეკლესიების მშენებლობის აუცილებლობის საჭიროება წარმოშვა. თავდაპირველ ნაგებობას სახე უცვალა ნიჭიერმა და კარგად განსწავლულმა ხურითმოძღვარმა, მან აამაღლა შიდა სივრცე, შეიტანა მასში მოხდენილი პროპორციების თაღედი. ფასადები შეამკო ღილების მწკრივით  მორთული კარნიზით. სარკმელი კი ლომიდ თავებითა და წყვილ-წყვილი თათით. სამწუხაროდ სკულპტურული ნიმუშებიდან მხოლოდ რამოდენიმე ფრაგმენტია შემორჩენილი სამხრეთის ფასადზე.  ძეგლს ჩაუტარდა აღდგენითი სარესტავრაციო სამუშაოები. ინტერიერი ნაწილობრივ მოიხატა, გაიმართა კანკელი, დაიწერა ახალი ხატები.

   

უწერის მჟავე წყლები-პოპულარული გამაჯანსაღებელი წყაროები – “სილამაზის წყარო” (კალცის წყალი) უხდება სახის კანს, ასევე მადის მომატებას ემსახურება, “ლორგო”, რომელიც ნატიუმსა და კალციუმს შეიცავს,  უხდება გულის დაავადებებს, აბანოს წყალი გინეკოლოგიურ პრობლემებს შველის. აქ აუცილებლად გირჩევენ წყაროს, რომელიც რკინადეფიციტური ანემიის დროს დადებით დინამიკას იძლევა. კუჭ-ნაწლავის დაავადებების შემთხვევაში კარგად არის აპრობირებული წყარო “გვერითა” და “შავი წყალი”, რომელიც სასუნთქი გზების პრობლემების დროსაც იძლევა დადებით ეფექტს. წყლის გამაჯანსაღებელი მიზნით მიღებასთან დაკავშირებით, ადგილზე მიიღებთ კვალიფიციურ რჩევებს.

შოვი-

კურორტი შოვი ცნობილია მთის ჰავით, წიწვოვანი ტყეებითა და მინერალური წყლების სიუხვით. მისი მშენებლობა 1926 წელს დასრულდა და ერთ წელიწადში უკვე საკმაო პოლულარობით სარგებლობდა არა მარტო საქართველოსა და ყოფილ საბჭოთა kavSiris ქვეყნეში, არამედ აღმოსავლეთ ევროპაშიც. მთელს საკურორტო ზონაში ნაპოვნია 16 სახეობის მინერალური წყლის წყაროები, რომლებიც განსხვავდება მრავალფეროვანი სასარგებლო მინერალების შემადგენლობით (კალციუმის, ნატრიუმს, მაგნიუმის ჰიდრო კარბონატი) და ჯანმრთელობისთვის საჭირო თვისებებით. ეს მინერალური წყლები შეიძლება გამოყენებული იყოს მრავალი დაავადებების სამკურნალოდ. შოვი ზღვის დონიდან 1520 მეტრზე მდებარეობს და ამიტომ ალპურ კურორტებს მიეკუთვნება. ჩრდილოეთიდან მას კავკასიონის მაღალი მწვერვალები ესაზღვრება, რომელთა საშუალო სიმაღლე 4000 მ-ს აღემატება. სამხრეთით, დასავლეთითა და აღმოსავლეთით კი იკვეთება კავკასიონის ქედებით. ამგვარი განლაგება ტერიტორიას იცავს ჩრდილოეთის ცივი ქარებისაგან. შოვი მზის რუჯის მოყვარულთა განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში ექცევა. კურორტის სიმაღლე და მთის გამჭვირვალე ჰაერი გამოირჩევა მზის პირდაპირი გამოსხივების სიმძლავრითა და ულტრაიისფერი სხივების დიდი ოდენობით, შოვის ტერიტორია ცნობილია წიწვოვანი ტყეებით, სადაც ბევრია გარეული ფრინველი და ცხოველი: კავკასიური თხა, არჩვი, შველი, დათვი, მგელი, კვერნა, მელია, კურდღელი, ციყვი, ფოცხვერი, კავკასიური როჭო, გარეული კავკასიური ინდაური და სხვა. შოვი განლაგებულია დასავლეთ საქართველოს ტენიან სუბტროპიკული რეგიონის ალპურ საკურორტო ზონაში და ხასიათდება მთის სუბტროპიკული კლიმატით. აქ ფარდობითი ტენიანობა - 78%-80%-ია, წლიური ნალექების რაოდენობა კი - 1100 მმ. ზამთარი შოვში საკმაოდ ცივია. ამ პერიოდის საშუალო ტემპერატურა მერყეობს -10 -13 გრადუსს შორის. ზაფხული საკმაოდ გრილია. ყველაზე თბილი თვეებია: ივლისი, აგვისტო, როდესაც ტემპერატურა მერყეობს +20 +25 გრადუსებს შორის. საერთოდ დღის განმავლობაში მზე 8-10 საათს ანათებს. ადგილის, სიმაღლის და ჰაერის სისუფთავის გამო მზის პირდაპირი გამოსხივება და ულტრაიისფერი სხივების დიდი რაოდენობა კურორტ შოვს ანიჭებს „მზის სხივებით სამკურნალო კურორტის“ სახელს.

   

სასტუმროები:

საოჯახო სასტუმრო ,,თომა" მდებარეობს ქალაქ ამბროლაურში. სასტუმროს აქვს საუკეთესო მდებარეობა, ცენტრთან ახლოს, შიშინაშვილის ქ. #41-ში. სასტუმრო განთავსებულია კერძო სახლის მეორე სართულზე. სასტუმროს აქვს სამი სტანდარტული საძინებელი (2 კაციანი + 1 დამატებითი საწოლის შესაძლებლობით), ერთი დიდი მისაღები, ორი შესასვლელი, დიდი აივანი, სამზარეულო, საპირფარეშო და აბაზანა. სასტუმროში არის საკაბელო ტელევიზია, wi-fi, ველოსიპედები, ცხელი და ცივი წყალი. სტუმრებს შეუძლიათ ისიამოვნონ ნატურალურ პროდუქტებზე დამზადებული საუკეთესო ქართული კერძებით. 

 

საოჯახო სასტუმრო  ''ლუკანა'' მდებარეობს ამბროლაურში ცენტრთან ახლოს აღმაშენებლის ქ.40.სახლი არის ორსართულიანი კაპიტალური.გვაქვს 2 ადგილიანი, 3 ადგილიანი და 5 ადგილიანი ოთახები.სველი წერტილი არის 1-ელ სართულზე.სახლს აქვს 3 აივანი და დიდი ხეხილიანი ეზო. სახლში დგას მაცივარი, სარეცხი მანქანა და ყველა ის ნივთი, რომელიც საჭიროა კომფორტული დასვენებისთვის.მობრდანდით და ისიამოვნეთ სასტუმრო ''ლუკანა'' გელით.

 

საოჯახო სასტუმრო გუგია მდებარეობს ქ.ამბროლაურში,ცენტრთან ახლოს.სასტუმროში არის :სამი საძინებელი,ერთი დიდი სასტუმრო ოთახი,ერთი ჰოლი,ერთი სამზარეული,ერთი აბაზანა,ერთი საპირფარეშო და დიდი აიავანი.სასტუმროში არის ცივი და ცხელი წყალი,სატელიტური ტელევიზია,მაცივარი,სარეცხი მანქანა,სასტუმროში არის ღვინის სარდაფი სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ნამდვილი რაჭული ღვინო გრილ და სასიამოვნო გარემოში,არაჩვეულებრივი ხედი და ყველაფერი ის რაც საჭიროა კომფორტული და სასიამოვნო დასვენებისთვის. 

 

სასტუმრო "ედენა" მდებარეობს  რაჭაში,ქ. ამბროლაურში, სახლი ორსართულიანია.სასტუმროში არის 6 ორადგილიანი საძინებელი 4 აბაზანით, ასევე WI-FI,TV და ცენტრალური გათბობა. დამსვენებელს განსაკუთებულ თბილ გარემოს უქმნის ბუნებრივი ქვით და ხით ნაგები მისაღები ოთახი ბარით. სასტუმროს აქვს  აივანი,ეზო და  ყავრით დახურული ფარდული (ფანჩატური).

 

სასტუმრო "მონადირის სახლი" მდებარეობს ონში ულამაზეს ადგილას.სასტუმროს აქვს საცურაო აუზი, საბილიარდო, ინტერნეტი და სატელიტური ტელევიზია            

 

საოჯახო სასტუმრო "მხატვრის სახლი" მდებარეობს რაჭაში, ონის ცენტრში, ტყის პირას, წყნარ და მყუდრო ადგილას, საოჯახო სასტუმრო ასევე გამოირჩევა ინტერიერით, რომელიც, გაფორმებულია ქართული ტრადიციული ავეჯით და დიასახლისის მიერ შესრულებული ფერწერული ნამუშევრებით, რაც მყუდრო და თბილ გარემოს ქმნის სტუმრებისთვის. საოჯახო სასტუმრო გთავაზობთ როგორც უგემრიელეს ქართულ ტრადიციულ, ასევე რაჭულ კერძებს რაჭული ღვინოსთან და არაყთან ერთად. სასტუმროში არის WIFI, ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ ბიბლიოთეკით, დაათვალიეროთ გალერეა, ქვების კოლექცია, დატკებეთ შოდა-კედელას ქედის ლამაზი ხედებით. სასტუმროს აქვს დიდი ბაღი უამრავი ხეხილით, ყვავილებით და მოსასვენებელი ადგილებით, თქვენი მაქსიმალური დასვენებისთვის.

 

სასტუმრო ორიონი მდებარეობს ონში.ორიონი  მობრძანებულ სტუმარებს თავისი სტუმართმოყვარეობითა და თბილი გარემოთი არასდროს ავიწყდებათ, საქვეყნოდ განთქმული სამკურნალო მინერალური წყლებითა და კურორტებით.მთისა და ჯანსაღი ბუნების სურნელი აქ იგრძნობა წლის ნებისმიერ დროს.რაჭა კავკასიონის ჭაღარა მწვერვალებით,სწრაფი მდინარეებით და მღვიმეებით,ულამაზესი გზა-ბილიკებით სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნის.სასტუმროს აგრეთვე შეუძლია შემოგთავაზოთ ყველა საჭირო ინვენტარით აღჭურვილი საკონფერენციო დარბაზი,რომელიც უზრუნველყოფს თქვენი საქმიანი შეხვედრის პროდუქტიულობას.

 

*სასტუმრო ელო მდებარეობს რაჭაში, ამბროლაურის ცენტრში, კობახიძის ქ. # 15

* გათვლილია 10–15 პერსონაზე

 

საოჯახო სასტუმრო'' საბა'' მდებარეობს ქ.ამბროლაურში რუსთაველის ქ.#27.სასტუმროს აქვს საუკეთესო მდებარეობა.სახლი არის ორ სართულიანი,სახლის მეორე სართული სტუმრების განკარგულებაშია.აქ დამსვენებელს ელის არაჩვეულებრივი გარემო.სასტუმროს აქვს2-3-4 ადგილიანი საძინებლები+1 დამატებითისაწოლის შესაძლებლობით.ასევე მისაღები ოთახი,საკომფერენციო დარბაზი.2სველი წერტილი.2სამზარეულო.ორი დიდი აივანი.დიდი ეზო.ასევე უფასო ინტერნეტი wi-fi.

 

სასტუმრო სანსეტ შოვი პირველი ევრო სტანდარტების შესაბამისი სასტუმროა კურორტ შოვში, რაჭაში, რომელიც ცნობილია მთის ჰავით, წიწვოვანი ტყეებითა და მინერალური წყლების სიუხვით. კეთილმოწყობილი სასტუმრო, საუკეთესო პირობებს და სრულყოფილ სერვისს სთავაზობს ოჯახით და მეგობრებთან ერთად დასვენების მოყვარულებს. სასტუმროს პერსონალი სტუმრებისთვის შექმნის მყუდრო და მეგობრულ ატმოსფეროს, ხოლო შოვის ულამაზესი ბუნება თითოეულ სტუმარს დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით აავსებს.