თბილისი

ნარიყალას ციხე-სიმაგრე

 

ნარიყალა უძველესი დროის ციხესიმაგრეა, რომელიც თბილისსა და მდინარე მტკვარს გადაჰყურებს. ნარიყალა (სპარს. ნარინყალა — ციტადელი, შიდაციხე), თბილისის ციხის — კალას გვიანდელი სახელწოდებაა. წყაროებში პირველად მოხსენიებულია 1772 წელს გერმანელი მოგზაურ იოჰან გიულდენშტესტთან. ციხე-სიმაგრე გალავნის ორი სექციისგან შედგება, რომელიც ციცაბო ამაღლებაზე მდებარეობს გოგირდის აბანოებსა და ბოტანიკურ ბაღს შორის. ნარიყალას ქვემო ეზოში ახლად აღდგენილი წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესია და მცირე კაფე მდებარეობს. 

________________________________________

თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძარი

 

თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძარი, შემოკლებით სამება, მთავარი მართლმადიდებლური ქრისტიანული ტაძარი საქართველოში; მდებარეობს თბილისი, ელიას გორაზე, ავლაბარი. აშენდა 1995-2004 წლებში არქიტექტორ არჩილ მინდიაშვილის პროექტით. 

________________________________________

 

 

 

 

 

 

 

მეტეხის ტაძარი

 

მეტეხი ისტორიული უბანია მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე კლდოვან შემაღლებაზე ავლაბარში, თბილისი. ეს ყველაზე ადრეული დასახლება იყო ქალაქის ტერიტორიაზე. ტრადიციული რწმენით მეფე ვახტანგ გორგასალმა აქ ეკლესია და ციხესიმაგრე აღმართა, რომელიც ასევე მეფის რეზიდენციის ფუნქციას ასრულებდა. აქედან მომდინარეობს სახელი მეტეხი, რომელიც ძველქართულად "არემარეს სასახლის ირგვლივ" ნიშნავს. ამ ადგილზე, V საუკუნეში წმ. შუშანიკ წამებული დაკრძალეს. 

 

 

 

სიონის ტაძარი

 

თბილისის სიონის ღვთისმშობლის მიძინების საპატრიარქო ტაძარი, თბილისის სიონი, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ჯვაროვან-გუმბათოვანი ტაძარი, მდებარეობს თბილისში მტკვრის მარჯვენა დაბალ ნაპირზე, ზემო კალაში, სიონის ქუჩაზე 

________________________________________

 

 

 

 

თბილისის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი

 

  კავკასიაში პირველი მუზეუმი ღია ცის ქვეშ თრიალეთის ჩრდილოეთ ქედზეა განლაგებული ვაკის პარკსა და კუს ტბას შორის. მისთვის გამოყოფილია 50 ჰა ფართობი, სადაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოტანილი 70 საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობაა განთავსებული (გეგმარების ავტორი ლონგინოზ სუმბაძე), ასევე თავმოყრილია რვა ათასზე მეტი საყოფაცხოვრებო ნივთი და ხალხური რეწვის ნიმუში. 

 

მისამართი: კუს ტბის ასახვევი 1 .0162 თბილისი, საქართველო

 

 

საქართველოს ეროვნული მუზეუმი

 

ეროვნული მუზეუმის კოლექციებში დაცულია საქართველოს ეროვნული საგანძურის უდიდესი ნაწილი 

საქართველოს ეროვნული მუზეუმი 2004 წელს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე დაფუძნდა. მისი დაარსება 1852 წლით თარიღდება, როდესაც რუსეთის იმპერიის გეორგაფიული საზოგადოების კავკასიის დეპარტამენტი გაიხსნა.

 

საქართველოს სახელმწიფო სურათების გალერეა

 

საქართველოს სახელმწიფო სურათების გალერეა 1888-1892 წლებში ცნობილი გერმანელი არქიტექტორის ალბერტ ზალცმანის პროექტის მიხედვითა აიგო. შენობა თავდაპირველად სამხედრო-ისტორიული მუზეუმისთვის იყო განკუთვნილი და ,,დიდების ტაძრად” იწოდებოდა. აქ წარმოდგენილი იყო ექსპოზიცია, რომელიც ე. წ. კავკასიის ომში რუსეთის იმპერიის მიერ მოპოვებული გამარჯვებების პოპულარიზაციას ახდენდა. 1930-იან წლებში მუზეუმში სურათების გალერეა განთავსდა. 

სურათების გალერეა 1880-1883 წლებში რომში აგებული საგამოფენო სახლის მიბაძვითაა აშენებული. რუსთაველის გამზირისკენ მიმართული ფასადი უხვად დეკორირებულია და ბაროკოსთვის მახასიათებელ ნიშან-თვისებებს შეიცავს. მის ცენტრს კუბური მოცულობის შესასვლელი გამოჰყოფს. კორინთული სვეტებითა და პილასტრებით ფლანკირებული შესასვლელი ნახევარსფერული ექსედრითაა გადახურული. ამავე ორდერის პილასტრები ანაწევრებს ნაგებობის განაპირა მხარეებსაც.

მინის გადახურვის მქონე გალერეის ორივე დარბაზი უხვად ნათდება მზის შუქით. 

სურათების ეროვნულ გალერეაში ხშირად იმართება საინტერესო გამოფენები. 

  

 

 

მარჯანიშვილის თეატრი

 

თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის შენობა ცნობილი მეწარმისა და მეცენატის კონსტანტინე ზუბალაშვილის დაკვეთით აშენდა 1907 წელს. ყოფილ ,,სახალხო სახლს” საფუძვლად რუსი არქიტექტორის ს. კრიჩინსკის პროექტი დაედო. 

მოდერნის სტილში აგებული შენობა არაერთხელ იქნა გადაკეთებული, თუმცა მან თავისი ძირითადი მახასიათებელი ნიშან-თვისებები შეინარჩუნა და დღესაც მარჯანიშვილის თეატრი თბილისის ერთ-ერთი საინტერესო ნაგებობაა.

ფასადებზე მზერას იქცევს სიმბოლური დატვირთვის მატარებელი ფიგურული რელიეფისა და მცენარეული ორნმენტის ნაძერწი გამოსახულებები. რუსტირებული პილასტრები თავის ქალის გამოსახულებებით სრულდება.   

 

თბილისის საკრებულოს შენობა

 

თბილისის საკრებულოს შენობა XIX საუკუნის 40-იან წლებშია აგებული. დედაქალაქის მმართველობამ საქალაქო პოლიციისთვის აგებული შენობის გადაკეთების გადაწვეტილება 1882 წელს მიიღო. ამ პერიოდში არქიტექტორ ალექსანდრ ოზეროვის პროექტის მიხედვით შენობას განაპირა მხარეები მიაშენეს. მოგვიანებით ნაგებობა კვლავ გადაკეთდა, ამჯერად მისი იერსახის ცვლა პაულ შტერნმა განახორციელა. მან ნაგებობის ცენტრალურ ნაწილს მესამე სართული დაუმატა, რითაც შენობას საფეხუროვანი სილუეტი შესძინა. ამას გარდა, მანამდე არსებული სახანძრო კოშკურა უფრო მაღალმა ფანჩატურით დაგვირვინებულმა რატუშამ და საათმა შეცვალა. 

შენობამ საბოლოო სახე 1910-1914 წლებში მიიღო, როდესაც მისი გვერდითა  მხარეები ერთი სართულით ამაღლდა და მოედნისკენ მიმართულ ცენტრს გაუთანაბრდა.

შტერნს სურდა შენობისთვის ეგზოტიკური აღმოსავლური სახე მიენიჭებინა, სწორედ ამიტომ ფასადზე თავი მავრიტანული სტილის ელემენტებმა იჩინეს: ნაგებობას სტალაქტიტური ფრიზი შემოუყვება, მეორე სართულზე სწორკუთხა ნიშებში შეისრული ღიობებია ჩაწერილი. შეისრული ფორმის მოყვანილობა აქვს მესამე სართულის ფანჯრებსაც. 

საბჭოთა პერიოდში შენობაში ქალაქის სათათბირო და გამგეობა იყო განლაგებული. მოგვიანებით, აქ დედაქალაქის მერიამ დაიდო ბინა. ხოლო 2008 წლიდან მოყოლებული, მას მერე რაც მერია და საქალაქო სამსახურებმა სხვა შენობაში გადაინაცვლეს, ნაგებობა თბილისის საკრებულოს დაეთმო. 

 

 

 

თბილისის ბოტანიკური ბაღი, ყოფილი სამეფო ბაღი, სოლოლაკის ქედის სამხრეთით, მდინარე წავკისისწყლის (ლეღვთახევის) ხეობაში მდებარეობს.რუსეთის მიერ საქართველოს მიერთების შემდეგ ბაღი სახელმწიფო საკუთრება გახდა. 1845 წელს მას ბოტანიკური ბაღი ეწოდა.

1896-1904 წლებში ბაღი დასავლეთისკენ გაფართოვდა. 1932-58 წლებში მას მიემატა ყოფილი მუსლიმური სასაფლაოს ტერიტორია წავკისისწყლის მარჯვენა ნაპირზე და თაბორის მთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ფერდზე. აქ შემორჩენილ საფლავებს შორის აზერბაიჯანელი მწერლის მირზა ფათალი ახუნდოვის (1812-1878) საფლავია.

ბოტანიკურ ბაღში წარმოდგენილია საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონების ფლორის მდიდარი კოლექციები. ბაღის ფარგლებში წავკისისწყალზე რამდენიმე ხიდია გადებული. მათ შორის გამოირჩევა 1914 წელს აშენებული თაღოვანი ხიდი ჩანჩქერის თავზე. ასევე ინახება საქართველოსა და კავკასიაში უნიკალურ მცენარეთა ნაკვეთები, ტროპიკული ორანჟერეა და წითელ წიგნში შეტანილი მცენარეები. ბოტანიკური ბაღის ფართობია 128 000 ჰექტარი.[1]

ბაღის მთავარი შესასვლელი ბოტანიკური ქუჩის ბოლოსაა, ნარიყალას ძირას. 1909-14 წლებში სოლოლაკის ქედში გაიჭრა გვირაბი და გაკეთდა მეორე შესასვლელი ლ. ასათიანის ქუჩიდან.

  

 

 

 

ქართლის დედა

ქანდაკება სოლოლაკის გორაზე 1958 წელს აღიმართა ქალაქის 1500 წლისთავზე. თავდაპირველი გადაწყვეტილების თანახმად, ხის ალეგორიული ქანდაკება დედაქალაქს დროებით დაამშვენებდა. თუმცა მოგვიანებით ეს გადაწყვეტილება შეიცვალა. ამის გამო ხის ფაქტურა 1963 წელს ალუმინით დაიფარა, რათა ქანდაკება არ დაზიანებულიყო. 1997 წელს კი ძველი ქანდაკება ახლით შეიცვალა.

20 მეტრის სიმაღლის ალუმინის ქართულ ეროვნულ სამოსში ჩაცმული ქალის ქანდაკების ავტორია ელგუჯა ამაშუკელი. ქანდაკება სიმბოლოურად გამოსახავს ქართულ ხასიათს: ქანდაკებას ცალ ხელში ღვინის თასი უჭირავს მოყვართათვის, მეორეში კი ხმალი მტერთათვის.

 

 

 

 

 

 

ოპერისა და ბალეტის თეატრი

 

თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრი – ოპერის სახლი ქ. თბილისში, საქართველოს მთავარი მუსიკალური თეატრი, თბილისის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა და ქალაქის კულტურული ცხოვრების ერთ-ერთი განმსაზღვრელი ცენტრი უკანასკნელი საუკუნენახევრის მანძილზე. დაარსდა 1851 წელს.

 

 

 

ძველი თბილისი — თბილისის ადმინისტრაციული რაიონი 2007 წლიდან, მოიცავს მთაწმინდა-კრწანისისა და ისანი-სამგორის რაიონებს, ტრადიციულად აღნიშნავს ქალაქის ისტორიულ ნაწილს.

რაიონი მოიცავს მტკვრის ორივე სანაპიროს და ძირითადად წარმოადგენს XIX საუკუნის ურბანულ განაშენიანებას მეტწილად ეკლექტური არქიტექტურით, რომელთაგან რამდენიმე ნაგებობა V საუკუნით თარიღდება. ქალაქის XIX საუკუნემდელ ნაწილს დღეისთის თითქმის აღარ მოუღწევია 1795 წელს სპარსელების შემოსევის გამო. ძველი თბილისის ღირსშესანიშნაობათა შორისაა ეკლესიები, მუზეუმები, გოგირდის აბანოები და ვიწრო ქუჩები ჩუქურთმიანი ხის აივნებით.

 

 

 

 

     

 

 

მთაწმინდის მამადავითის სახელობის ეკლესია

თბილისის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე მთაწმინდის მთის შუაწელზე მამადავითის გუმბათიანი ეკლესიაა აღმართული. სახელწოდება ,,მთაწმინდა” დაახლოებით X საუკუნეში წარმოიშვა ათონის წმ. მთის მიხედვით. ამავე დროს, მთას ,,მამადავითისასაც” უწოდებენ, რადგან, გადმოცემის მიხედვით, VI საუკუნეში ამ მიდამოებში-მღვიმეში ცხოვრობდა წმ. მამა დავით გარეჯელი. სავარაუდოდ, X საუკუნეში ამავე ადგილას დაარსდა მონასტერი, რომელიც XIII-XIV საუკუნეებში აღარ არსებობდა. მოგვიანებით, 1542 ძმებ ნიკოლოზ და დავით გაბაშვილების თაოსნობით ღმრთისმშობლის სახელობის სავანე აღდგა. XVIII საუკუნეში მონასტერი უმოქმედო იყო, დაზიანებული ნაგებობები თანდათან ინგრეოდა.1810 დაცარიელებული მონასტრის ძველი ეკლესიის ნაცვლად ფერისცვალების სახელობის სამლოცველო იგება. მისკენ მიმავალი ფართო და ხვეული გზა გენერალ ერმოლოვის ხელმძღვანელობით გაიჭრა 1817 წელს. წმ. დავით გარეჯელის სახელობის ანუ მამადავითის ეკლესია 1859-1871 წლებში აიგო, გუმბათი კი 1879 დაადგეს. აგურით ნაშენი ტაძარი გარედან ტრადიციული ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობის ფორმას იმეორებს, მაგრამ ინტერიერში მას გრძივი მკლავები არ აქვს, სივრცე ერთიანი და დაუნაწევრებელია. დასავლეთის მკლავში ხის პატრონიკეა განთავსებული. შესასვლელი ორი მხრიდან აქვს: დასავლეთიდან და სამხრეთიდან. ფასადები სადაა, მხოლოდ სამხრეთისა და ჩრდილოეთის მკლავების ზედა ნაწილებს შემოუყვება, დეკორატიული თაღედი და აბსიდის მრგვალი სარკმლის ქვეშ წითელი ფერის ქვით ჯვარია გამოყვანილი. ნახევარწრიულად შვერილი აბსიდი მთელი მკლავის სიგანეს იკავებს და შორიდანვე იქცევს ყურადღებას. ინტერიერი XIX საუკუნის ბოლოს მოხატეს. მხატვრობის უმეტეს ნაწილს ქართველ წმინდანთა ფიგურები შეადგენს, საკურთხეველში წმ. სამების გამოსახულებაა მოცემული. ეკლესიის სამხრეთით მდგომი სამიარუსიანი სამლოცველო, ასევე, აგურითაა ნაშენი, მესამე იარუსი-სამრეკლო კი ქვისაა და თაღებითაა გახსნილი.1929 წლიდან მოყოლებული მამადავითის ეკლესიის ირგვლივ არსებული ტერასა ოფიციალურად გამოცხადდა მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონად.

 

მთაწმინდის პანთეონი

საქართველოს ეროვნული ნეკროპოლი ღია ცის ქვეშაა მოწყობილი. მისი დაარსების ისტორია მომდინარეობს XIX საუკუნიდან, როდესაც 90-იან წლებში, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ განიზრახა თბილისში აეშენებინა ქართველ მოღვაწეთა პანთეონი.

1915 წელს იქ აკაკი წერეთლის ნეშთი უნდა დაეკრძალათ, მაგრამ ეს, რატომღაც, მაშინ არ მომხდარა. მხოლოდ 1929 წელს რუსი მწერლის, ა.გრიბოედოვის, გარდაცვალების 100 წლის თავზე გამოცხადდა ოფიციალურად მთაწმინდის მამადავითის ეკლესიის ეზო საქართველოს მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონად. გარდაცვალებამდე 1 წლით ადრე ა.გრიბოედოვს ანდერძიც კი დაუტოვებია -მთაწმინდაზე დამასაფლავეთო. სწორედ ა.გრიბოედოვის საფლავის მღვიმით იწყება პანთეონზე საფლავები. მის გვერდით განისვენებს რუსი მწერლის მეუღლე-ნინო ჭავჭავაძე – გრიბოედოვისა.როგორც ცნობილია, მსოფლიოს სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით საქართველოს ეროვნული ნეკროპოლი ღია ცისქვეშ არის მოწყობილი.

 

აქ ერთმანეთის გვერდითაა ჩამწკრივებული ჩვენი სახელოვანი წინაპრების საფლავები:

ილია ჭავჭავაძე                                           

 

ნიკოლოზ ბარათაშვილი

აკაკი წერეთლი

 ვაჟა–ფშაველა

დავით კლდიაშვილი 

 იაკობ გოგებაშვილი

ანასტასია თუმანიშვილი- წერეთლისა– საბავშვო მწერალი და საზოგადო მოღვაწე, საბავშვო ჟურნალ“ჯეჯილის” დამაარსებელი რედაქტორი.

ვასილ ბარნოვი 

 

ნიკო ნიკოლაძე

იოსებ გრიშაშვილი

შალვა დადიანი

გიორგი ლეონიძე

გალაქტიონ ტაბიძე 

ლეო ქიაჩელი

სიმონ ჩიქოვანი

პანთეონის მკვიდრთა შორის არიან მეცნიერების კორიფეები, საქვეყნოდ ცნობილი მეცნიერები: ნიკო მუსხელიშვილი, ილია ვეკუა,ნიკოლოზ ბერძენიშვილი და სიმონ ჯანაშია. იქვე განისვენებს სკულპტურული პორტრეტის ოსტატი, საქართველოს სახალხო მხატვარი, იაკობ ნიკოლაძე. ოდნავ მოშორებით არის ფერწერის ქართული სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებლის, სახალხო მხატვრის,ლადო გუდიაშვილის, საფლავი.

აქვე განისვენებენ ხელოვნების თვალსაჩინო წარმოდგენლები, რომლებმაც პანთეონში ჰპოვეს სამუდამო ძვალთშესალაგი. ესენი არიან:

კოტე მარჯანიშვილი, ვერიკო ანჯაფარიძე, აკაკი ხორავა, სერგო ზაქარიაძე.დასასრულ, წარმოგიდგენთ კიდევ სამ ხელოვან მამულიშვილს, რომლებმაც ბოლო წლებში დაიდეს ბინა მთაწმინდის პანთეონში:

მერაბ კოსტავა– ეროვნული გმირი,

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ეროვნული თანამებრძოლი

 

 

ქაქუცა ჩოლოყაშვილი– საქართველოს ეროვნულ- გამათავისუფლებელ მოძრაობის ლიდერი, მე-11 არმიის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ საფრანგეთში გადაიხვეწა. იგი ლევილის ქართული ემიგრაციის სასაფლაოდან გადმოასვენეს მთაწმინდის პანთეონში.

 

 

შარდენის ქუჩა, ყოფილი ბნელი რიგი, ძველ თბილისში მდებარე პატარა საფეხმავლო ქუჩა და დედაქალაქის კულტურული და საზოგადოებრივი ცხოვრების ერთ-ერთი ცენტრია.

წარსულში ის ძველი თბილისის ერთ-ერთი სავაჭრო ქუჩა გახლდათ, რომელიც თათრის (ახლანდელი გორგასლის) მოედანზე გადიოდა და მას სიონის ქუჩას აკავშირებდა. ერთ დროს ეს ვიწრო ქუჩა გადახურული იყო და ამიტომაც ერქვა "ბნელი ქუჩა". 2002 წელს კი ქუჩის განახლება და კეთილმოწყობა დაიწყო. ამჟამად შარდენის ქუჩასა და მის მიმდებარე რკინისა და ბამბის რიგებში განლაგებულია პოპულარული რესტორნები, ღია კაფე-ბარები, ღამის კლუბები, გალერეები; ეწყობა გამოფენები, დღესასწაულები, კონცერტები.

ბამბის რიგი - ძველ თბილისში ბამბით, მატყლითა და ჩითით მოვაჭრეთა ქუჩა იყო, რომელიც გვიან შუა საუკუნეებში გაჩნდა. 1904 წელს თბილისელმა არქიტექტორმა ღაზარ სარქისიანმა მანთაშევის რიგი ააშენა.სავაჭრო რიგი მოდერნის სტილის ორი ნაგებობისგან შედგება. ერთი ყოფილ არწრუნის ქარვასლას ემიჯნება, მეორე კი ბამბის რიგისა და შარდენის ქუჩის ყოფილი ბნელი რიგის გამყოფ ზღუდედ აღიქმება. ორივე ნაგებობა ქუჩის მრუდ მოხაზულობას მიჰყვება. ფასადებს ყოფილი დუქნები ანაწევრებს... ბამბის რიგისა და შარდენის ქუჩის რეკონტრუქცია 1981 წელს განხორციელდა

ვერცხლის ქუჩა ძველ თბილისში მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, კონსტანტინე აფხაზის (ყოფილი ლესელიძის) ქუჩიდან პუშკინის ქუჩამდე მდებარეობს.

ქუჩა თბილისის ერთ-ერთ უძველეს უბანშია. სახელწოდება დაკავშირებულია ამ მიდამოებში არსებულ ოქრომჭედელთა რიგებთან ("ზარგარხანა"). ამასთან, დიდი მნიშვნელობა ჰქონდა თბილისის ქუჩების ქსელში; იგი უშუალოდ აკავშირებდა დიღმის კარს შუაბაზართან.აღსანიშნავია ქუჩაზე არსებული XIX-XX საუკუნეების მიჯნის საცხოვრებელი სახლები.

  

    

მეიდანი

შუა საუკუნეების თბილისში რამდენიმე მოედანი იყო. ორი მათგანი ქალაქის გალავნის შიგნით კალას ტერიტორიაზე მდებარეობდა. ერთი თბილისის სავაჭრო ცენტრს წარმოადგენდა მეტეხის ხიდის სიახლოვეს,მეორე მოედანი – გარეთუბანში, სადაც ასპარეზი იყო მოწყობილი. ვახუშტი ბატონიშვილი მათ სათანადოდ ასე აღნიშნავდა: №15 – „ციხის მეიდანი“, №4 – „მეფის მოედანი“ და №28 – „მეიდანი ან ასპარეზი“. მაშასადამე, „მეიდანს“ ვახუშტი ბაგრატიონი ასპარეზის მოედანს უწოდებდა.

 

 

  

 

 

თბილისის ფუნიკულიორი

ისტორია

1900-იან წლებში გაჩნდა ე.წ. ზედა თბილისის გაშენების იდეა. გეგმის მიხედვით „ზედა თბილისი“ მთაწმინდის პლატოზე უნდა გაშენებულიყო. შემუშავდა „ზედა თბილისის“ განაშენიანების გეგმა და ქუჩათა ქსელი. უმთავრესი პრობლემა „ქვედა თბილისთან“ სატრანსპორტო კომუნიკაცია იყო. ამ პრობლემის გადაჭრის გზა კი თბილისის ტრამვაის ქსელის მფლობელმა ბელგიურმა კომპანიამ წარმოადგინა. ბელგიელი ინჟინრის ალფონს რობის ინიციატივით, ახალი უბანი ძველ ქალაქს სამთო ტრამვაით – ფუნიკულიორით უნდა დაკავშირებოდა.

1900 წლის ივლისს ქალაქის თვითმმართველობამ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას თბილისში ფუნიკულიორის გაყვანის შესახებ და დაამტკიცა რობის პროექტი. ხელშეკრულება ითვალისწინებდა შემდეგს: მშენებლობის დამთავრების შემდეგ ფუნიკულიორის გზის თვითმმართველობისათვის გადაცემას, 5 წლამდე ბავშვების, ფოსტის დამტარებლებისა და პოლიცია-ჟანდარმერიის უფასო მგზავრობას. ბელგიის ანონიმური საზოგადოება ფუნიკულიორს ექსპლუატაციას გაუწევდა 45 წლის განმავლობაში, შემდეგ კი იგი უსასყიდლოდ გადაეცემოდა ქალაქს. ხელშეკრულებაში ნავარაუდევი იყო აგრეთვე მთაწმინდასა და კოჯორს შორის ელექტრული რკინიგზის გაყვანა.

           ფუნიკულიორის მშენებლობა 1903 წლის სექტემბერს დაიწყო, მის მშენებლობაში მონაწილეობდნენ უცხოელი სპეციალისტები. მშენებლობის პროექტი შეადგინა ფრანგმა ინჟინერმა ა. ბლანშმა, არქიტექტურული ნაწილი დაამუშავა თბილისელმა ხუროთმოძღვარმა ა. შიმკევიჩმა. გზის მშენებლობას ხელმძღვანელობდნენ ბელგიელი და იტალიელი ინჟინრები ი. რაგოლერი და ა. ფონტანა-როსი. ფუნიკულიორის მშენებლობაში დიდი წვლილი შეიტანა ნიკო ნიკოლაძემ, რომლის ინიციატივით მოკლე დროში შესრულდა რკინაბეტონის სამუშაოები ესტაკადისათვის.

            ფუნიკულიორი გაიხსნა 1905 წლის 27 მარტს. მის საექსპლუატაციოდ გადაცემას დიდი ფერწერული ტილო უძღვნა ნიკო ფიროსმანმა.

  

 მგზავრობის პირველი მსურველების მოსეირეების წასახალისებლად ფუნიკულიორის მფლობელმა ბელგიურმა ანონიმურმა საზოგადოებამ საკმაოდ სოლიდური თანხა გამოაცხადა მათთვის, ვინც ვაგონს მთაწმინდაზე აჰყვებოდა და ჩამოჰყვებოდა.

 

  ფუნიკულიორის პირველი რეკონსტრუქცია ჩატარდა 1936-1938 წლებში, დაძველებული ზედა სადგურის ადგილას აშენდა ახალი  მეორე 1968-1969 წელს ამჯერად ძველი ქვედა სადგურის ნაცვლად აიგო ახალი შენობა, შეიცვალა ვაგონების ძარები და გაფართოვდა ფუნიკულიორთან მისასვლელი მოედანი.

           თბილისის ფუნიკულიორი არის საბაგირო რკინიგზა, რომელიც აკავშირებს ერთმანეთს ჭონქაძის ქუჩას და მთაწმინდის პარკს. . სამთო-საბაგირო რკინიგზა – ფუნიკულიორი წლების განმავლობაში ითვლებოდა თბილისის ღირსშესანიშნაობად და ტურისტებთან ერთად ადგილობრივებსაც იზიდავდა.მთაწმინდის პარკში ახალი საბაგირო გზით ერთდროულად 60 მგზავრი 3 წუთში შეძლებს ასვლას. მგზავრობის ღირებულება 2 ლარია, 24:00 საათის შემდეგ 3 ლარი. გადახდა ხორციელდება მთაწმინდის პარკის პლასტიკური ბარათით, რომლის ღირებულებაა 2 ლარი.ფუნიკულიორის გზის სიგრძე - 501 მ, ლიანდაგის დახრის კუთხე - 28-33°, ხოლო რელსებს შორის მანძილი - 0,98 მ.ფუნიკულიორის ზედა სადგურის სიმაღლე ზღვის დონიდან 727 მ, ქვედა სადგურისა 460 მ, სადგურებს შორის დონეთა სხვაობა - 267 მ .ფუნიკულიორი ტრამვაის ვაგონები ყოველ 10 წუთში გადის ზედა და ქვედა სადგურიდან. ორივე  ვაგონი აღჭურვილია უსაფრთხოების რამდენიმე სისტემით, რომლებიც უზრუნველყოფენ ნებისმიერი პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში ვაგონის ავარიულ გაჩერებას. ერთ-ერთი სისტემა თავად რელსებზე დამუხრუჭებას უზრუნველყოფს. ფუნიკულიორის სამუშაო საათებია 09:00-04:00.

 

ხედი ფუნიკულიორიდან

 

  

 

 

თბილისის ტელეანძა

 დამოუკიდებლად მდგომი სტრუქტურა საკომუნიკაციო მიზნებისთვის აშენდა 1955 წელს; მდებარეობს თბილისში, მთაწმინდაზე.

1972 წელს მოხდა პირველი ანძის დემონტაჟი, რომელიც გადატანილ იქნა ქალაქ გორთან, ხოლო მის ადგილას თანამედროვე ანძა აშენდა. ტელეანძას „საქართველოს ტელეცენტრი“ მართავს, რომელიც 1955 წელს დაარსდა. ანძის საკომუნიკაციო სისტემები მოიცავს ტრანსლირებას, MMDS, პეიჯერსა და მობილურ გადამცემებს და კომერციულ ტელევიზიას. ანძის სიმაღლეა 274,5 მ / 901 ფუტი და ზღვის დონიდან 719,2 მეტრის სიმაღლის მთაზე დგას.

საქართველოს ტელერადიოცენტრი ექსპლოატაციას უწევს 42 ანძას, რომელთა საშუალებით საშუალებით ტელე-რადიო, სატელეფონო თუ სხვა საკომუნიკაციო სიგნალი მიეწოდება ქვეყნის მოსახლეობას.